ფიბა-ევროპის რეიტინგში ბოლოები აღარ ვართ

AutoSharing Option
ფიბა-ევროპის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის წილისყრის შემდეგ რეგულარულად ქვეყნდება მონაწილე ქვეყნების რეიტინგი.

საქართველოს ნაკრები თავდაპირველად მე-14 ადგილზე იყო, თუმცა მარტში, მას შემდეგ, რაც ზაზა ფაჩულიას ტრავმის შესახებ ინფორმაცია რეიტინგის შემდგენლებმაც შეიტყვეს, ჩვენი ნაკრების მაჩვენებლებმაც დაიწია და აპრილში სულაც ბოლო, 24-ე ადგილი მიგვიჩინეს.

22 მაისს გამოქვეყნდა ახალი მონაცემები, რომლის მიხედვით, ცოტა დავწინაურდით - 22-ე პოზიციაზე ავინაცვლეთ.

იქვეა მცირე განმარტება: "როგორც ცნობილია, გიორგი შერმადინი სლოვენიის ევრობასკეტზე ითამაშებს. იგი ბერძნული "ოლიმპიაკოსის" წევრია და თავისი წვლილი შეიტანა ევროლიგის ოთხთა ფინალის მოგებაში. შეგახსენებთ,
რომ ბერძნებმა ევროლიგა ზედიზედ მეორედ მოიგეს".

ახლა ჩვენს მეტოქეებზე: პირველად დეკემბრის შემდეგ, ესპანეთმა პირველი ადგილი დათმო. ამის მიზეზი ისაა, რომ ოფიციალურად ითქვა - პაუ გასოლი სლოვენიაში არ ჩავა. პირველზე საფრანგეთის ნაკრები ავიდა.

მასპინძელი სლოვენია რეიტინგში მეხუთეა, ხოლო მეათეა ხორვატია, რომლის მწვრთნელმა ჟასმინ რეპეშამ ესპანურ "უნიკახასთან" სეზონის დასრულების შემდეგ კონტრაქტი გაწყვიტა.

ერთი საფეხურით დაწინაურდა და მე-17-ეზე ავიდა პოლონეთი, რომლის შემადგენლობაში თამაშიც საბოლოოდ გადაწყვიტა ფინიქსელმა მარცინ გორტატმა.

საქართველოს ერთით უსწრებს (21-ე ადგილზეა) ჩეხეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული