ვიქტორ სანიკიძის "სიენამ" ნახევარფინალური სერია გამარჯვებით დაიწყო

AutoSharing Option
გამარჯვებით დაიწყო იტალიის ჩემპიონატის ნახევარფინალური სერია ვიქტორ სანიკიძის "სიენამ".

სიენელების მეტოქე რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული "ვარეზეა", რომელიც სანიკიძის გუნდმა სტუმრად 80:72 დაამარცხა და ოპონენტს მოედნის უპირატესობა აართვა.

მატჩი მეტად დაძაბული გამოდგა და ბოლო მეოთხედამდე თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა.

გადამწყვეტი ათწუთეულის წინ ანგარიში 52:52 იყო, თუმცა ბოლო პერიოდში სიენელებმა იყოჩაღეს, პერიოდი 28:20 მოიგეს და ნახევარფინალური სერია გამარჯვებით დაიწყეს.

სანიკიძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ქართველმა ფორვარდმა 17 წუთი ითამაშა და სიენელებს 4 ქულა და 6 მოხსნა შესძინა.

ვიქტორმა 2-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 1 საჯარიმო
კი ააცილა. გამარჯვებულებს ბობი ბრაუნმა ულიდერა, რომელმაც 29 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. 17 ქულა ჰქონდა დევიდ მოსს, 10 - დანიელ ჰაკეტის.

სერია 4 გამარჯვებამდეა, მორიგი მატჩი კი 28 მაისს ისევ ვარეზეში გაიმართება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული