გიორგი შერმადინის "ოლიმპიაკოსი" ფინალურ სერიაში 0:2 ჩამორჩა

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის "ოლიმპიაკოსი" საბერძნეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში 0:2 ჩამორჩა. მორიგი მატჩი პირეოსელებმა ათენში - 52:63 წააგეს.

"ოლიმპიაკოსმა" ღირსეულად იბრძოლა მატჩის პირველ ტაიმში, რომელიც 31:29 მოიგო. მესამე პერიოდში მასპინძლებმა იძალეს, პერიოდი 24:14 მოიგეს და გადამწყვეტი მეოთხედის წინ სოლიდური უპირატესობა შეიქმნეს. საბოლოოდ, "პანათინაიკოსმა" 11 ქულით იმარჯვა და ჩემპიონობას 1 მოგებით მიუახლოვდა.

შერმადინმა მხოლოდ 4,25 წუთი ითამაშა და ვერაფრის მითვლა ვერ მოახერხა. ოლიმპიაკოსელთაგან საუკეთესო ვასილის სპანულისი იყო, რომელმაც 12 ქულა მოაგროვა. გამარჯვებულთაგან კი ბომბარდირი როკო ლენი უკიჩი გახდა, რომელმაც პირად ანგარიშზე 17 ქულა
მიითვალა.

3 გამარჯვებამდე მიმდინარე ფინალური სერიის მორიგი მატჩი პირეოსში, 12 ივნისს გაიმართება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული