ვიქტორ სანიკიძის "სიენამ" ფინალური სერია მოგებით დაიწყო

AutoSharing Option
იტალიაში ფინალური სერია 11 ივნისს გაიხსნა. ერთმანეთს რომში ადგილობრივი "რომა" და "მონტეპასკი" დაუპირისპირდნენ.

რეგულარულ ეტაპზე დედაქალაქელებმა უკეთესი პოზიცია დაიკავეს და ფინალშიც მოედნის უპირატესობა ჰქონდათ. თუმცა სიენელებმა ეს ფორა პირველივე შეხვედრაში გაუბათილეს - რომში 85:76 მოიგეს.

"მონტეპასკიმ" პირველივე მეოთხედში აჩვენა, რომ არაფრის დამთმობი არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები ვიქტორ სანიკიძის გუნდს დიდი სხვაობით დაწინაურების საშუალებას არ აძლევდნენ, სიენელებმა ბოლო წუთებზე მაინც მოახერხეს მეტოქის გატეხვა და 1:0 დაწინაურდნენ.

გამარჯვებულთაგან ყველაზე მეტი დევიდ მოსმა ჩააგდო (20 ქულა). მას ოდნავ ჩამორჩნენ თანაგუნდელები დანიელ
ჰაკეტი (18) და ბობი ბრაუნი (17). სანიკიძემ 17 წუთი ითამაშა და მატჩი 2 ქულითა და 5 მოხსნით დაასრულა.

სერიის (ოთხ მოგებამდეა) მეორე შეხვედრა 13 ივნისს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული