NBA-ს თავისუფალ აგენტთა ბაზარი პირველი ივლისიდან გაიხსნება და კონკრეტულ ნაბიჯებსაც მას მერე უნდა ველოდოთ.
რაც შეეხება მწვრთნელებს, ცვლილებები უკვე დაიწყო და ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ტრანსფერიც შედგა: საქართველოს ნაკრების თავკაცი იგორ კოკოშკოვი "ფინიქს სანსიდან" "კლივლენდ კავალიერსში" გადავიდა, სადაც გუნდის შეტევით პოტენციალზე მოუწევს ზრუნვა.
ერთბაშად ორ კლივლენდურ გამოცემაში ერთი და იმავე შინაარსის პუბლიკაცია გამოქვეყნდა: "კავალერებს" წინა ხაზის გაძლიერება სჭირდებათ და ზაზა ფაჩულიას გადაყვანაზე ფიქრობენო.
პუბლიკაციათა ავტორებს არ ავიწყდებათ, რომ ზაზა და "კლივლენდის"
შესაძლოა, სერბ სპეციალისტს მართლაც ჰქონდეს ზაზას დამატების სურვილი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იგი მხოლოდ ასისტენტია და მეორეც, ფაჩულიას არაერთხელ უთქვამს, რომ ამერიკაში მას უკვე კარგად იცნობენ და შეთავაზებებს ძლიერი გუნდებისგან ელის.
"კლივლენდი" კი ერთ სეზონში ვერ იქცევა აუტსაიდერიდან ფავორიტად. იმასაც შეგახსენებთ, რომ ოთხი წლის წინათ ზაზას დამატება "სან ანტონიო სპურსის" თავკაც გრეგ პოპოვიჩს სურდა, კონტრაქტიც გამოუგზავნა, მაგრამ ქართველმა მაშინ "ატლანტა ჰოქსში" დარჩენა გადაწყვიტა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"