ცინცაძეს ერთიც არ აუცილებია

AutoSharing Option
ესტონეთის ჩემპიონატში მეშვიდე მატჩი მოიგო გიორგი ცინცაძის "ტარტუ როკმა", რომელიც 8 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.

"როკერებმა" ამჯერად "პარნუს" უმასპინძლეს და 118:80 მოუგეს. საინტერესოა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ ტარტუელები მხოლოდ 5 ქულით იყვნენ წინ (57:52). მესამე პერიოდიდან მათი შეჩერება პარნუელებმა ვეღარ მოახერხეს და საბოლოოდ 38 ქულის სხვაობით დამარცხდნენ.

ცინცაძე სასტარტო ხუთეულში იყო, 19 წუთი ითამაშა და სამ-სამი ორქულიანი-საჯარიმო ჩააგდო (ერთიც არ აუცილებია). "ბუს" ანგარიშზე 9 ქულა, 6 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა
და 4 მოხსნაა. 25-25 ქულა ჩააგდეს "როკერებმა" ვეიდემანმა და ეიჩფუსმა.

11 ნოემბერს "ტარტუ" ბალტიის ლიგის ეგიდით ლატვიის "ლიეპაიას" ესტუმრება, ხოლო 13-ში ესტონეთის ჩემპიონატში "რაპლას" ეთამაშება.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული