"როკერებმა" ამჯერად "პარნუს" უმასპინძლეს და 118:80 მოუგეს. საინტერესოა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ ტარტუელები მხოლოდ 5 ქულით იყვნენ წინ (57:52). მესამე პერიოდიდან მათი შეჩერება პარნუელებმა ვეღარ მოახერხეს და საბოლოოდ 38 ქულის სხვაობით დამარცხდნენ.
ცინცაძე სასტარტო ხუთეულში იყო, 19 წუთი ითამაშა და სამ-სამი ორქულიანი-საჯარიმო ჩააგდო (ერთიც არ აუცილებია). "ბუს" ანგარიშზე 9 ქულა, 6 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა
11 ნოემბერს "ტარტუ" ბალტიის ლიგის ეგიდით ლატვიის "ლიეპაიას" ესტუმრება, ხოლო 13-ში ესტონეთის ჩემპიონატში "რაპლას" ეთამაშება.