გიორგი ცინცაძე "დონეცკის" რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძე "დონეცკში" ლიდერად ჩავიდა. იგი ევრობასკეტის შემდეგ სათანადო ფორმაშია და საკონტროლო მატჩებში 10 ქულაზე ქვემოთ არ ჩამოდის.

30 სექტემბერს, საღამოს, გიორგისა და მარკო კილინგსვორტის 32 ქულის წყალობით მასპინძლებმა უკრაინის ჩემპიონატის მეორეადგილოსანი "აზოვმაში" დაამარცხეს - 78:69.

ქართველმა და მარკომ 16-16 ქულა ჩააგდეს. მათ 4 ქულით ჩამორჩა დენის იაკოვლევი.

სხვათა შორის, "დონეცკი" პირველ ოფიციალურ შეხვედრას სწორედ "აზოვმაშის" წინააღმდეგ ჩაატარებს - უკრაინის სუპერლიგის გახსნით ტურში 6 ოქტომბერს უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული