საქართველოს ნაკრების 36 წლის გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე ტუნისის "მონასტირში" გადავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის საიტი ავრცელებს.
ცინცაძეს "მონასტირმა" ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ეს გუნდი აფრიკის ჩემპიონთა თასის გამარჯვებულია და მის ღირსებას საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილი ნატურალიზებული კალათბურთელი მაიკლ დიქსონი იცავს.
ცინცაძისთვის ეს კარიერაში 26-ე კლუბი იქნება. მან ტრავმა მოირჩინა და ნაკრებთან ერთად სლოვენიაში შეკრებაზე იმყოფება.