დნეპროპეტროვსკული დერბი
დონეცკელებმა უკვე დაასრულეს წინასასეზონო მზადება, ხოლო აზოტელებმა ბოლო ამხანაგური თანაქალაქელ "დნიპროსთან" ჩაატარეს და ჩემპიონატის დაწყების წინ ხასიათი გაიუმჯობესეს - მეტოქე დრამატულ ბრძოლაში 83:68 დაამარცხეს.
მატჩის დასაწყისი "დნეპრისა" იყო, 10 წუთში 23:10 მოიგო. ამის შემდეგ ლევან ფაცაციას თანაგუნდელები უკეთესად ათამაშდნენ, თუმცა მეოთხე პერიოდამდე დაწინაურება მაინც ვერ მოახერხეს.
ყველაფერი ბოლო რაუნდში გადაწყდა, როცა "დნიპრ-აზოტმა" მეტოქეს ქულების წვიმა
წარმატებაში 32-ქულიანი წვლილი მიუძღვის სიმსს. ფაცაციას მონაგარში შესაძლოა, ქულები თვალს არ გვჭრიდეს, მაგრამ იგი არანაკლებ სასარგებლო იყო. ამას ციფრებიც ადასტურებს: 12 ქულა, 14 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს გახლდათ ლევანის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში კარიერაში. იმედი დავიტოვოთ, რომ ქართველ ფორვარდს ასეთი სტატისტიკა ოფიციალურ შეხვედრებშიც გადაჰყვება.
გამოცემა "ისპორტმა" უკრაინის ჩემპიონატის მონაწილე გუნდები სათითაოდ დაახასაიათა. "დნიპრო-აზოტს" პლეი ოფს მიღმა დარჩენა უწინასწარმეტყველა (დნიპროპეტროვსკელებმა უნდა დაამტკიცონ, რომ ჟურნალისტები შეფასებაში ცდებოდნენ).
გუნდის ოპტიმალურ ხუთეულში კი ქართველიც შეიყვანა: სიმსი, კოროჩკინი, ფაცაცია, კრივცოვი, მალდროუ.
ზომიერი დონეცკი
თუ "დნიპრო-აზოტი" მხოლოდ უკრაინის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას, გიორგი ცინცაძის "დენეცკს" ვითიბი ლიგაც ელის. უკრაინელები ამ შეჯიბრებაში პირველ მატჩს 13 ოქტომბერს პეტერბურგის "სპარტაკთან" ჩაატარებენ.
ვითიბი ლიგის ოფიციალურ საიტზე დეტალურადაა განხილული მონაწილე გუნდები. "დონეცკის" შესახებ ვკითხულობთ:
მოლოდინი. გუნდმა ამ ზაფხულს ზომიერება გამოიჩინა, ვარსკვლავური გვარების ამერიკელები არ ჩამოიყვანა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვითიბი ლიგის წლევანდელ გათამაშებაში აუტსაიდერი იქნება.
ლიდერი: გიორგი ცინცაძე.
სწორედ ქართველმა პლეიმეიქერმა უნდა იკისროს ლიდერობა. მას საამისოდ ყველა მონაცემი აქვს.
გიორგი წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრების საკვანძო ფიგურაა და "დონეცკში" ლიდერის როლი მისთვის უცხო არ იქნება. ცინცაძე საკლუბო დონეზეც თავს დამაჯერებლად გრძნობს. მაგალითად, გასულ სეზონში "ბუდიველნიკთან" ერთად უკრაინის ჩემპიონი გახდა.
შენაძენი: დენის იაკოვლევი.
ჯერ უცნობია, რომელი ამერიკელი ახალწვეული გაიბრწყინებს და რომელს როგორი კარიერა ექნება ევროპაში. ამიტომ, ამ ქვეთავში დენის იაკოვლევზე უნდა დავწეროთ.
იგი ნაციონალურ ნაკრებში ვერ მოხვდა, თუმცა, ბევრის აზრით, უკრაინელთა შორის საუკეთესო მსუბუქი ფორვარდია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"