გიორგი ცინცაძის "დონეცკმა" "აზოვმაშთან" მეორეჯერაც მოიგო

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძის "დონეცკმა" ზედიზედ ორი ამხანაგური თამაში ჩაატარა შარშანდელი სეზონის მეორეადგილოსან "აზოვმაშთან" და ორივეში გაიმარჯვა.

პირველ მატჩში გიორგიმ გუნდის წარმატებაში 16-ქულიანი წვლილი რომ შეიტანა, უკვე მოგახსენეთ. მეორე ცდაზე ცინცაძის მონაგარი ასეთი იყო: 6 ქულა, 5 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა. ბომბარდირი დონეცკელი მაქკოლი გახდა - 19 ქულა. "დონეცკმა" "აზოვმაშს" 79:72 სძლია.

უკრაინის ჩემპიონატი 10 ოქტომბერს დაიწყება. პირველივე ტურში ქართული დერბი შედგება - ერთმანეთის წინაშე წარდგებიან გიორგი ცინცაძის "დონეცკი" და ლევან ფაცაციას "დნიპრო-აზოტი". მასპინძელი ლევანი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული