გიორგი ცინცაძემ ვითიბი-ლიგაზე დებიუტი 9 პასით აღნიშნა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ ვითიბი-ლიგაზე პირველი მატჩი ჩაატარა.

მისმა "დონეცკმა" სანკტ-პეტერბურგის "სპარტაკს" უმასპინძლა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - 83:65.

შეგახსენებთ, რომ გიორგიმ პეტერბურგელებთან გასულ სეზონშიც ითამაშა და მაშინაც გამარჯვებული გამოვიდა - "ბუდიველნიკთან" ერთად ცინცაძემ ევროთასზე გასულ სეზონში "სპარტაკი" გზიდან ჩამოიტოვა და შეჯიბრების ნახევარფინალში ითამაშა.

თუ შარშან გიორგის ბოსნიელ-ამერიკელი ზეკ რაითის მეურვეობა მოუხდა, ამჯერად მისი უშუალო კონკურენტი უკრაინის ნაკრების ყოფილი გამთამაშებელი სტივენ ბერტი იყო. ცინცაძემ ორივეს აჯობა.

მართალია, ბერტმა 19 ქულა ჩააგდო, მაგრამ გიორგი ცინცაძემ 28 წუთში 4 ქულა, 9
შედეგიანი გადაცემა და 1 მოხსნა მოაგროვა. მართალია, 4 ქულა 19-ზე (ბერტმა სწორედ ამდენი ჩააგდო) ნაკლებია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 9 შედეგიანი გადაცემის შედეგად დონეცკელები მინიმუმ 18 ქულას ჩააგდებდნენ.

ცინცაძის თანაგუნდელებიდან ყველაზე მეტად ბენ მაკოლი გამოირჩა, რომელმაც 23 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული