მანუჩარ მარკოიშვილმა "გალათასარაის" მაისურით ევროლიგაზე სადებიუტო მატჩი ჩაატარა

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილს კოჭის ტრავმის გამო 8 სექტემბრის (ევრობასკეტზე, ჩეხეთთან) შემდეგ არ უთამაშია.

მანუს არც "გალათასარაის" წინასასეზონო შეხვედრებში მიუღია მონაწილეობა, თუმცა 37-დღიანი შესვენების შემდეგ, 16 ოქტომბერს ევროლიგაზე სეზონის გახსნით მატჩში იტალიაში "მონტეპასკის" წინააღმდეგ ითამაშა და სტამბულში გამარჯვებული დაბრუნდა - 84:75.

მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და გადამწყვეტ მომენტშიც მოედანზე იყო. თუმცა შეტევაში ძირითადად გუნდზე მუშაობდა და მატჩი 2 ქულით დაასრულა.

"ტრავმის მოშუშების შემდეგ ეს იყო ჩემი პირველი თამაში. გუნდს რითაც შემეძლო, დავეხმარე.

განსაკუთრებით - დაცვაში. გასახარია, რომ ევროლიგაზე პირველივე მატჩში გავიმარჯვეთ, თანაც
სტუმრად, ძლიერ გუნდთან",
- თქვა მარკოიშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული