მანუჩარ მარკოიშვილის "გალათასარაიმ" ევროლიგაზე პირველი მარცხი იწვნია

AutoSharing Option
ევროლიგის მეორე ტურში მანუჩარ მარკოიშვილის "გალათასარაიმ" პირველი მარცხი განიცადა. წინა კვირაში იტალიაში "სიენას" ძლევის შემდეგ სტამბულელებმა ბერძნულ "ოლიმპიაკოსს" უმასპინძლეს და 67:78 წააგეს.

მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 23:47 წუთი გაატარა. საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა 7 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. მანუჩარმა 4-დან 2 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა.

"გალათასარაიში" 22 ქულით საუკეთესო ნეით ჯავაი გახდა, რომელმაც 8-დან 7 ორქულიანი და 11-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. გამარჯვებულებს ვასილის სპანულისმა
18 ქულით ულიდერა. მორიგ მატჩს მარკოიშვილის გუნდი 31 ოქტომბერს ესპანეთში, მალაგას "უნიკახასთან" გამართავს.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული