"სენდერსი NBA-ში მეოთხე სეზონია, სასტარტო ხუთეულის წევრია. მას "მილუოკი ბაქსთან" 44-მილიონდოლარიანი (ოთხწლიანი) კონტრაქტი აკავშირებს. თუმცა სეზონის სტარტზე დროის შემცირებით უკმაყოფილოა.
- შემიძლია, გუნდს სათანადოდ დავეხმარო, გადამწყვეტ მომენტშიც ვითამაშო, ბურთიც მოვხსნა, დავაფარო, ჩავაგდო, - ამბობს ლარი, რომელმაც ბოლო მატჩში "ტორონტოსთან" მხოლოდ 22 წუთი ითამაშა, - მესმის, როცა ფოლებით დაიტვირთები, სათამაშო დრო შეგიმცირდება, მაგრამ "ტორონტოსთან" ფოლების პრობლემა არ მქონია. კალათბურთელს კი რიტმის შესაგრძნობად თამაში სჭირდება.
"ბაქსის" მწვრთნელი ლარი დრიუ უფრო
საწყის სამ მატჩში სენდერსი მოედანზე საშუალოდ 17.3 წუთს ატარებს, ფაჩულია - 26 წუთს."
ჩვენი მხრივ, მხოლოდ იმას დავძენთ, რომ ზემოთ ნახსენებ "ტორონტოსთან" შეხვედრაში ზაზამ ლარიზე გაცილებით ცოტა ითამაშა - 14 წუთი...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NBA-მ ზაზა ფაჩულია სიმულაციის გამო გააფრთხილა [VIDEO]