მანუს მეოთხე გამარჯვება

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილისა და ვიქტორ სანიკიძის გუნდები ამ სეზონში თანაბარი ძალისანი რომ არიან, იტალიის ჩემპიონატის პირევლივე ტურში, ურთიერთშეხვედრის დროსაც დამტკიცდა - "ვირტუსმა" უკანასკნელ წამზე ჩაგდებული სამქულიანით მოიგო. ექვსი ტურის შემდეგ "კანტუსა" და "ვირტუსს" მოგებათა თანაბარი (4-4) რაოდენობა აქვთ.

ბოლო მატჩში "კანტუმ" რთული ბრძოლა გადაიტანა - "აველინოს" სტუმრად 75:71 მოუგო. იტალიელი ჟურნალისტები სტუმართა წარმატებას ნიკოლა მარაცინოს მიაწერენ, რომელმაც 20 ქულა ჩააგდო. მარკოიშვილი "კანტუს" 5 ქულით, 4 მოხსნით, 2 ჩაჭრითა და 1 პასით შეეწია (17 წუთში).

"აველინოშია" ახალგაზრდა ქართველი მერაბ ბოქოლიშვილი, რომელიც ახალგაზრდულ
გუნდში წარმატებით გამოდის.

იტალიის მეორე ლიგაში ნიკა მეტრეველის "რიმინიმ" ზედიზედ მეორე მატჩი წააგო. ამჯერად სტუმრად, "პრიმა ვეროლისთან", 73:78. ქართველი ფორვარდი სათადარიგო იყო, 3 წუთში 2 მოხსნა მოაგროვა.

"რიმინის" 8 ტურის შემდეგ 5 გამარჯევბა აქვს და ცხრილში მე-5 ადგილზეა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული