გიორგი ცინცაძის 9 ქულა და ზედიზედ მე-7 გამარჯვება უკრაინის ჩემპიონატში

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძის "დონეცკმა" უკრაინის ჩემპიონატში ლიდერობა გაიმყარა. დონეცკელები ლვოვში "გალიჩინას" ესტუმრნენ და 38 ქულის სხვაობით გაანადგურეს - 89:61.

ქართველმა უკანახაზელმა 20 წუთი ითამაშა და თავი 9 ქულას, 3 პასს და 1 მოხსნას მოუყარა. ცინცაძემ 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 სამიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური ჯარიმაც მიიღო.

"დონეცკი" უკრაინის ჩემპიონატის მორიგ მატჩს 25 ნოემბერს შინაურ არენაზე, "ბუდიველნიკთან" გამართავს.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული