ლევან ფაცაციას "აზოტმა" უკრაინის სუპერლიგის შეხვედრა გამართა, ხოლო გიორგი ცინცაძის "დონეცკმა" ვი-თი-ბი ლიგაში ითამაშა. სამწუხაროდ, ორივე გუნდმა წარუმატებლად იასპარეზა.
"დონეცკმა" "ნიჟნი ნოვგოროდს" უმასპინძლა და 75:83 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების უკანახაზელი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 26:52 წუთში 7 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. ცინცაძემ 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა.
4 მოგებით და 3 მარცხით "დონეცკი" ვი-თი-ბი ლიგის A ჯგუფში მე-5 ადგილზე
უკრაინულ სუპერლიგაში ფაცაციას "დნიპროაზოტი" დედაქალაქში " ბკ კიევს" ესტუმრა და ზედიზედ მე-6 მარცხი განიცადა - 72:81. ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და 34:50 წუთში 13 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.
ფაცაციამ 5-დან 2 ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 2 საჯარიმო ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა. ფაცაციაზე უკეთ დნეპროპეტროვსკელთაგან მხოლოდ დონალდ სიმსმა ითამაშა, რომელმაც 28 ქულა დააგროვა.
მორიგი მატჩიც გასვლაზე ელის "აზოტს" - 13 დეკემბერს დნეპროპეტროვსკელები "გოვერლას" დაუპირისპირდებიან.
წყარო: gbf.ge