დუდა სანაძის "სან დიეგომ" "პასიფიკა" გაანადგურა

AutoSharing Option
ამერიკის სტუდენტური ლიგის მორიგ მატჩში დუდა სანაძის "სან დიეგო ტორეროსმა" "პასიფიკას" უმასპინძლა და იოლი გამარჯვება მოიპოვა - 84:47.

მასპინძლებმა სტუმრებს შანსი არ დაუტოვეს, რაც "სან დიეგოს" სათადარიგოთა შანსი აღმოჩნდა.

მწვრთნელმა ბილ გრირმა "ტორეროსის" სასტარტო ხუთეულის წევრები დიდად არ დატვირთა და სათამაშო დრო ყველაზე მეტ-ნაკლებად თანაბრად გადაანაწილა.

სანაძემ 18 წუთი ითამაშა და მოედანი 7 ქულით, 3 მოხსნით და 1 პასით დატოვა. ქართველმა კალათბურთელმა ბურთი 2-ჯერ დაკარგა, პერსონალური კი არ მიუღია. სანდიეგოელებს 21 ქულით და 13 მოხსნით დენის კრამერმა ულიდერა.

სანდიეგოელებს 8
მოგების წინ 3 მარცხი აქვთ და "უესთ ქოუსთის" დივიზიონში მე-4 ადგილზე არიან. მომდევნო შეხვედრას კი სანაძის გუნდი 16 დეკემბერს "სანტა ბარბარასთან" გამართავს.

წყარო: www.gbf.ge
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული