დუდა სანაძის 19-მა ქულამ "სან დიეგოს" ვერ უშველა

AutoSharing Option
დუდა სანაძის გუნდმა ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მე-4 მარცხი განიცადა. ქართველი ფორვარდი თავის გუნდში საუკეთესო იყო, თუმცა სანაძის 19 ქულა გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

"სან დიეგო ტორეროსმა" 'სანტა ბარბარას" უმასპინძლა და 61:72 წააგო.

სანაძემ სასტარტო ხუთეულში 35 წუთი ითამაშა. ქართველმა უკანახაზელმა 5-დან 4 ორქულიანი, 9-დან 3 სამიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 19 ქულასთან ერთად, დუდას ანგარიშზე 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა დაგროვდა.

"ვესთ ქოუსთის" დივიზიონში 8 მოგებითა და 4 მარცხით "სან დიეგო" მე-5 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრა კალიფორნიელებს 22 დეკემბერს, სამხრეთ
იუტას უნივერსიტეტთან ელით.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული