ოთარ ფხაკაძეს ამერიკის სტუდენტურ ლიგაში თამაშზე აკრძალვა მოეხსნა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრ ოთარ ფხაკაძეს ამერიკის სტუდენტურ ლიგაში თამაშზე აკრძალვა მოეხსნა და მან უკვე მეორე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

აკრძალვის მიზეზი ფხაკაძის მიერ უნივერსიტეტის გამოცვლა იყო. სტუდენტური ლიგის წესებით, საუნივერსიტეტო გუნდის გამოცვლის შემთხვევაში კალათბურთელზე ეგრედ წოდებული"წითელი მაისურის" პრინციპი მოქმედებს და ის გარკვეული რაოდენობის მატჩებს, ხშირ შემთხვევაში კი მთლს სეზონს ტოვებს.

ოთო ფხაკაძემ გასული სეზონი მთლიანად გამოტოვა, მიმდინარე ჩემპიონატში კი საწყის 7 შეხვედრაში დასვენება მოუხდა.

ოთარი ფეირმონტის უნივერსიტეტის გუნდ "ფალკონსში" თამაშობს, რომელიც სტუდენტური ლიგის მეორე დივიზიონში (NCAA 2) ასპარეზობს. "ფალკონსს" 7
მოგება და 3 მარცხი გააჩნია და თავის კონფერენციაში ლიდერთა შორისაა.

ფხაკაძემ "ფეირმონტის" მაისურით პირველი შეხვედრა "აღმოსავლეთ ოჰაიოსთან" გამართა და 114:48 მოგებულ შეხვედრაში 10 ქულა, 4 პასი და 4 მოხსნა მიითალა. ფხაკაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 26 წუთი გაატარა.

მეორე შეხვედრა "ფალკონსმა" "ბელარმინთან" ჩაატარა და 73:81 დამარცხდა. ფხაკაძე კვლავ სასტარტო იყო, თუმცა შედეგიანობით ვერ გამოირჩა. 15 წუთში მან 2 სამქულიანი ააცილა.

მომდევნო მატჩს "ფეირმონტი" 4 იანვარს, სტუმრად, ურბანასთან გამართავს.

წყარო: www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული