შერმადინისა და სანიკიძის "სარაგოსას" "ბეშიქთაშთან" გამარჯვებამდე ცოტა დააკლდა

AutoSharing Option
ევროთასის მეორე ეტაპის მეორე ტურში "სარაგოსამ" სტამბულში "ბეშიქთაშის" წინააღმდეგ ითამაშა.

ქართველებით გაძლიერებულ ესპანურ კლუბს გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დააკლდა, თუმცა საბოლოოდ 63:70 დამარცხდა.

ქართველებმა ერთობლივად 17 ქულა და 15 მოხსნა მოაგროვეს. ვიქტორ სანიკიძის მონაგარი ასეთი იყო: 28 წუთი, 9 ქულა, 8 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 3 პასი. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით, იგი გუნდში საუკეთესო იყო - 18.

გიორგი შერმადინმა 25 წუთი ითამაშა, 8 ქულა, 7 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი-დაფარება მოინაგრა.

"სარაგოსა" მომდევნო მატჩს ევროთასზე 21 იანვარს შინ, ლიტვის "რიტასის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული