დუდა სანაძის 15-მა ქულამ "სან დიეგოს" ვერ უშველა

AutoSharing Option
დუდა სანაძის "სან დიეგომ" ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მორიგი მარცხი განიცადა.

სანდიეგოელებმა თანაშტატელ "სან ფრანცისკოს" უმასპინძლეს და შეხვედრა ბრძოლაში - 67:74 დათმეს.

სანდიეგოელებმა პირველი ტაიმი 30:34 წააგეს, თუმცა შემდეგ თამაში გამოასწორეს და 12 ქულით დაწინაურება მოახერხეს. თამაშის დასრულებამდე 9 წუთით ადრე სანაძის გუნდი 56:46-ს იგებდა, მაგრამ დასკვნით ეპიზოდში ვერ იყოჩაღა და მარცხი განიცადა.

სანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 31 წუთში 15 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა.

ქართველმა ფორვარდმა 7-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
18 ქულა ჰქონდა მის თანაგუნდელ ჯონი დის, ხოლო დენის კრამერმა 11 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა.

4 მოგებითა და 7 წაგებით სანდიეგოელები "ვესტ ქოუსთის" კონფერენციაში მე-7 ადგილზე არიან.

მომდევნო მატჩს სანაძის გუნდი კვლავ შინ, 8 თებერვალს, ბოლოადგილოსან "სანტა კლარასთან" გამართავს.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული