ქართველი უკანახაზელი მიმდინარე სეზონში უკრაინულ "დონეცკში" თამაშობდა და ბოლო მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია.
მას გუნდის გამოცვლა სურდა და საწადელს მიაღწია კიდეც - ცინცაძემ კონტრაქტი ლიბანურ "ჩემპვილთან" გააფორმა, რომელშიც გასულ სეზონში ნიკა ცქიტიშვილი ასპარეზობდა.
"ჩემპვილი" ლიბანის 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა 3 მოგებითა და 5 წაგებით.
წყარო: www.gbf.ge