თორნიკე შენგელიამ შეაჯამა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ "პეპინსტერის" მაისურით "შარლერუას" წინააღმდეგ ითამაშა. შეგახსენებთ, რომ იგი კონტრაქტით "შარლერუას" ეკუთვნის და "პეპინსტერში" განათხოვრებით თამაშობს.

სტუმრად გამართულ შეხვედრაში პეპინსტერელებმა დაძაბულ ბრძოლაში წააგეს ევროლიგის წარმომადგენელ შარლერუელებთან - 79:86.

თორნიკემ თორმეტი წუთი ითამაშა და მონაგარი წუთებში შეაჯამა: 3 ქულა+8 მოხსნა+1 პასი=12 წუთი.

"პეპინსტერს" ბელგიის ჩემპიონატში 8 მატჩიდან 2 აქვს მოგებული და ცხრაგუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული