ვიქტორ სანიკიძე ბრუნდება!

AutoSharing Option
გუშინ იტალიურ საიტებზე სასიხარულო ინფორმაცია გაჩნდა. გამოცემა "ტუტობასკეტის" მტკიცებით, ბოლონიის "ვირტუსის" ქართველი ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე მწყობრშია და უახლოეს ტურში შეიძლება მოედანზეც ვიხილოთ.

მკითხველს შევახსენებთ, რომ ნოემბრის შუაში ვიქტორმა კოჭის ტრავმა მიიღო და ექიმებმა მას ერთთვიანი დასვენება გამოუწერეს. როგორც ჩანს, მკურნალობამ და რეაბილიტაციამ გეგმაზომიერად ჩაიარა და სანიკიძე უკვე მომჯობინდა.

გავეცნოთ გაზეთ "ტუტობასკეტში" გამოქვეყნებულ მცირე ინფორმაციას:

"ექიმებმა ვიქტორს მწვანე შუქი აუნთეს, იგი დღეიდან გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშს შეუდგა. თუ წვრთნისას გაუთვალისწინებელი პრობლემა არ წარმოიშვა, "ვირტუსის" მწვრთნელი მას კვირის მატჩში მოედანზეც გაიყვანს.
უქართველებოდ გუნდი ერთი თვეა თამაშობს, არცთუ წარმატებულად. ფაქტია: სანიკიძესთან ერთად ბოლონიელებმა 5-დან 4 მატჩი მოიგეს, ხოლო მის გარეშე 4-დან 3 წააგეს.

მართალია, ხანგრძლივი შესვენების გამო ვიქტორი ოპტიმალურ ფორმაში ვერ იქნება, მაგრამ გუნდს კვირას 15 წუთით მაინც რომ დაეხმაროს, "ვირტუსს" ესეც ძალიან წაადგება. სანიკიძის არყოფნაში ამერიკელ ჯარედ ჰოუმანს თითქმის შეუცვლელად უწევს თამაში."



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული