გიორგი ცინცაძე ესტონურ ავტოსკანდალში [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
გუშინ, ესტონური გაზეთების არაერთ სათაურში მოხვდა ქართული გვარი. შინაარსი ყველგან ერთი იყო - გიორგი ცინცაძე ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა და პოლიციამ აღმოაჩინა, რომ იგი საჭესთან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იჯდა.

ამ ამბავს, პირველ რიგში, კლუბის გენერალური მენეჯერი ანდრეს ლიინატი გამოეხმაურა:

- ცუდი ფაქტია. ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ თავად ცინცაძემ შემატყობინა. როგორც გამოირკვა, იგი მანქანას ნასვამი მართავდა. რადგან ჯერ არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, კალათბურთელისადმი გასატარებელ სანქციებზე ვერაფერს ვიტყვი.

"ტარტუ როკის" მწვრთნელმა, ინდრიკ ვესპაანუმ გამოცემა "პროსტიმეეს" უთხრა:

- ცინცაძის ამ ინციდენტში მოხვედრა განსაკუთრებით დასანანი იმიტომაცაა,
რომ იგი სწორედ ახლა იბრუნებს ძველ კონდიციებს. გიორგი ნელ-ნელა უმატებს და ბოლო მატჩებში გუნდის ლიდერის ფუნქციებსაც ისევე ართმევს თავს, როგორც ორი წლის წინათ. რაც შეეხება სანქციებს, სეზონის წინ კონტრაქტში ჩადებული პუნქტების საჯაროდ გამოტანის უფლება არ მაქვს. კლუბის ხელმძღვანელობა სწორედ შეთანხმების საფუძველზე იმოქმედებს.

აქვე გეტყვით, რომ არც ავტოსაგზაო შემთხვევას მოჰყოლია ტრავმა და ესტონური გაზეთების თქმით, არც ცინცაძეს ემუქრება სერიოზული სანქცია.

ახლა თავად გიორგის მოვუსმინოთ:
- კლუბის ხელმძღვანელობის და გულშემატკივრის წინაშე თავის გამართლებას არ ვაპირებ. მინდა აღვნიშნო, რომ მომხდარი არც იმდენად საშიში იყო, როგორც შემდეგ გაფორმდა. "ნისანით" მოყინულ გზაზე მოსახვევში შევდიოდი. ამ დროს წარმოუდგენელია მანქანა მაღალი სიჩქარით მოძრაობდეს, უბრალოდ ავტომობილი ყინულზე მოცურდა და გზიდან გადავიდა.

ცინცაძე არც იმას უარყოფს, რომ ცოტა ღვინო ჰქონდა დალეული:
- ალკოჰოლის საზომმა 0.3 უჩვენა. მეგობართან ცოტა ღვინო დავლიე. მას მერე საათზე მეტი დრო იყო გასული. მეგონა, ალკოჰოლი გაივლიდა და ამიტომაც დავჯექი საჭესთან.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული