ჯეიკობ პულენიც იტალიაში დაბრუნდა

AutoSharing Option
2012 წელს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებში მოთამაშე ამერიკელი უკანახაზელი ჯეიკობ პულენი იტალიაში დაბრუნდა.

მან მიმდინარე სეზონი ესპანურ "კახასოლში" დაიწყო, სადაც შიდა პირველობაზე საშუალოდ 10.2 ქულას აგროვებდა, ხოლო ევროთასზე - 14 ქულას.

"კახასოლიდან" იგი "ენელ ბრინდისიში" გადავიდა. შეგახსენებთ, რომ 2011-12 წლების სეზონში პულენი იტალიურ "ბიელაში" გამოდიოდა.

როგორც საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა განაცხადა, 2015 წლის ევრობასკეტისთვის ამერიკელი კალათბურთელის დახმარება დასჭირდება. პირველ რიგში, რიკი ჰიკმანის კანდიდატურა განიხილება, შემდეგ ჯეიკობ პულენი და მარკიზ ჰეინსი უნდა იყვნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული