მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა ვითიბი ლიგაზე იოლად იგებს

AutoSharing Option
მოსკოვის ცსკა-მ ვითიბი ლიგის მატჩში იოლი გამარჯვება მოიპოვა ჩეხეთში, სადაც ევროპის ერთ-ერთმა ფლაგმანმა "ნიმბურკი" 86:73 დაამარცხა. მანუჩარ მარკოიშვილმა 13:38 წუთი ითამაშა და 3 სამქულიანი ჩააგდო.

ქართველი ლეგიონერის სამიანებმა მასპინძლების წინააღმდეგობის დაძლევაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ჩეხური კლუბი არ ტყდებოდა და ბოლო პერიოდში თანაბარი ბრძოლა მიდიოდა, თუმცა საბოლოოდ არმიელებმა კლასიკური კალათბურთი ითამაშეს და ნიმბურკიდან გამარჯვება მოაქვთ.

მანუჩარმა 4-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, 1 ორიანი კი ააცილა. 9 ქულასთან ერთად, მარკოიშვილმა 1 პასი მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 4 ჯარიმა მიიღო, ხოლო მასთან თამაშში მეტოქეებმა წესები
2-ჯერ დაარღვიეს.

მოსკოველთაგან 13 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო შედეგი ანდრეი ვორონცევიჩმა აჩვენა, ხოლო სონი უიმსმა არმიელებს 19 ქულა შესძინა.

10 მოგებითა და 1 წაგებით ცსკა ვითიბი ლიგაზე მეორე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრა მარკოიშვილის გუნდს 21დეკემბერს, ნიჟნი ნოვგოროდში, ლევან ფაცაციას გუნდთან ელის.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული