ბექა ბურჯანაძის 15 ქულა და გამარჯვება "მელილასთან"

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძის მორიგი წარმატებული მატჩი ესპანეთში. რანგით მეორე ლიგაში ქართველი ფორვარდის "კორუნა ბასკეტმა" "მელილას" უმასპინძლა და 10 ქულის სხვაობით - 75:65 დაამარცხა.

ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, 26:20 წუთში კი 15 ქულა, 6 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 7-დან 5 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

ლა კორუნიელებმა 6 მოგება და 7 მარცხი მოაგროვეს და 15-გუნდიან ლიგაში მე-8 ადგილზე გადაინაცვლეს. 28 დეკემბერს ბურჯანაძის კლუბი
"პალენსიას" ესტუმრება.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული