ბექა ბურჯანაძის 12-მა ქულამ "ლეიმას" "ლეიდასთან" ვერ უშველა

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძის "ლეიმა ბასკეტმა" სტუმრად "ლეიდას" ბოლო მეოთხედი 32:14 მოუგო, მაგრამ ამის მიუხედავად, საბოლოოდ მაინც დამარცხდა. ქართველი ფორვარდის ჩინებული თამაში საკმარისი არ აღმოჩნდა მატჩის მოსაგებად.

ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში მოასპარეზე ბურჯანაძის გუნდმა "ლეიდასთან" ბრძოლაში - 65:69 წააგო. როგორც აღვნიშნეთ, ლაკორუნიელებმა ბოლო პერიოდი 18 ქულის სხვაობით მოიგეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ბურჯანაძე თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე თავისიანთაგან ყველაზე მეტი - 32 წუთი გაატარა. ბექამ 6-დან 3 ორქულიანი, 6-დან
2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. საბოლოოდ მას 14 ქულა, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა დაუგროვდა, რაც მწირქულიან მატჩში საკმაოდ მაღალი შედეგია.

"ლეიმა ბასკეტს" 15 ტურის შემდეგ 7 გამარჯვება აქვს და ცხრილში მე-10 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 9 იანვარს, "ლეიმა ბასკეტი" "ვალიადოლიდს" უმასპინძლებს.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული