ზაზა ფაჩულიას "მილუოკიმ" ჩიკაგოში გამარჯვება ვერ იზეიმა

AutoSharing Option
აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე "მილუოკი" 1 დღე იმყოფებოდა. ზაზა ფაჩულიას გუნდი 11 იანვარს გამთენიისას ჩიკაგოში "ბულსს" შეხვდა და 87:95 მარცხის შემდეგ ისევ მე-6 ადგილზე დაქვეითდა.

კონკურენტი "კლივლენდი" ისვენებდა და მილუოკელთა წაფორხილებით ამ უკანასკნელს ცხრილში გადაასწრო. ამ ეტაპზე ეს არაა იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც ის შემართება, რომლითაც ფაჩულიას გუნდი თამაშობს. არც ერთ მეტოქესთან მილუოკელები არაფერს არ თმობენ და მოგების შანსს ყოველთვის ინარჩუნებენ, რაც მომავალი ბრძოლებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცხრილში რამდენიმე დღით დაწინაურება.

მილუოკელებმა "ჩიკაგოსთან" მატჩშიც ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა საბოლოოდ 8 ქულით წააგეს.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 25 წუთში 7 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. ზაზამ 12-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ბომბარდირი 20 ქულით ბრენდონ ნაითი გახდა, ჯარედ დადლიმ კი შეხვედრა 15 ქულით დაასრულა.

ჩიკაგოელებს გამაჯვება პაუ გასოლის შედეგიანმა თამაშმა მოუტანა. ესპანელმა ლეგიონერმა 46 ქულა და 18 მოხსა დააგროვა. გასილისთვის 46 ქულა 12-წლიან კარიერაში სარეკორდოა.

"მილუოკის" 20 მოგება და 19 მარცხი აქვს, აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა და მომდევნო მატჩი 15 იანვარს შინ "ნიუ იორკ ნიკსთან" ელის.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული