ბექა ბურჯანაძის 13 ქულა და გამარჯვება "ვალიადოლიდთან"

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძის მორიგი წარმატება ესპანეთში. რანგით მეორე ლიგაში მოასპარეზე ქართველის "კორუნა ლეიმა ბასკეტმა" "ვალიადოლიდს უმასპინძლა და 11 ქულით - 72:61 დაამარცხა. გამარჯვბაში ლომის წილი დაიდო ბურჯანაძემ, რომელმაც 13 ქულა დააგროვა.

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე 17:25 წუთზე მეტი არ უთამაშია. ამ დროში ბექამ 6-დან 2 ორქულიანი და 4-დან 3 სამიანი ჩააგდო, 13 ქულა დააგროვა და ამას 2 მოხსნაც მოაყოლა. ლაკორუნიელთაგან 15 ქულით ბომბარდირი კაილი როული გახდა.

7 მოგებითა და 9 მარცხით "ლეიმა ბასკეტი" ესპანეთის 15-გუნდიან მეორე ლიგაში მე-10
ადგილზეა. მომდევნო მატჩი ბურჯანაძის გუნდს 16 იანვას სტუმრად "ბურგოსთან" ელის.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული