მარკოიშვილისა და სანიკიძის გუნდებმა ვითიბი ლიგაზე გაიმარჯვეს

AutoSharing Option
ქართველთა რუსულმა კლუბებმა ვითიბი ლიგაზე დაგეგმილი გამარჯვებები ჩაიწერეს.

მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ სტუმრად სარატოვში "ავტოდორთან" 91:79 მოიგო, ხოლო ვიქტორ სანიკიძის "უნიკსი" ესტონეთში ჩავიდა და ტალინის "კალევთან" 84:69 იმარჯვა.

* * *
ვიქტორი ხუთი წლის წინათ სწორედ ესტონეთში თამაშობდა და "კალევის" მტრის, "ტარტუ როკის" ღირსებას იცავდა. უშუალო მეტოქესთან ტარტუელებს არაერთი მატჩი მოუგიათ. ჰოდა, ვიქტორმა ძველი დრო 11 იანვარს გაიხსენა, ვითიბი ლიგაზე თავისი საუკეთესო შეხვედრა სწორედ "კალევთან" ჩაატარა. აქამდე მას 10-ქულიანი ზღვრისთვის ერთხელაც არ ჰქონდა გადაბიჯებული. ამჯერად კი 25 წუთში 1
2 ქულა, 5 მოხსნა, 2 დაფარება და 2 ჩაჭრა მიითვალა. სროლის სიზუსტეს არ იკითხავთ? - 7-დან 6 ორქულიანი. მარგი ქმედების კოეფიციენტით (18) იგი თანაგუნდელთა შორის მეორე იყო. სარგებლიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი (25) 24-ქულიან უნიკსელ კიტ ლენგფორდს ჰქონდა.

* * *
მანუჩარ მარკოიშვილსაც საკმარისი სათამაშო დრო ერგო - სარატოვში 17 წუთი ითამაშა, 7 ქულა, 2 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი გაიფორმა. მანუმ 3-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა.
მატჩის სნაიპერი ცსკა-ს სერბი გამთამაშებელი მილოშ ტეოდოშიჩი გახდა - 24 ქულა.

* * *
"უნიკსს" ვითიბი ლიგაზე 13-დან 9 მატჩი აქვს მოგებული (მე-4 ადგილზეა), ხოლო ცსკა-ს - 15-დან 14 (პირველ პოზიციაზეა).

12 იანვარს ამავე შეჯიბრებაში მორიგ მატჩს გამართავს ლევან ფაცაციას "ნიჟნი ნოვგოროდი", რომელიც ჩეხურ "ნიმბურკს" მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული