ოთარ ფხაკაძის "ლანგსტონმა" დასანანი მატჩი წააგო

AutoSharing Option
კოლეჯთა ლიგის პირველ დივიზიონში ოთარ ფხაკაძის "ლანგსტონმა" დასანანი მატჩი წააგო.

ქართველი უკანახაზელის ოკლაჰომური გუნდი შინაურ არენაზე "ალექსანდრიის" კოლეჯს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, 1 ქულის სხვაობით - 61:62 დამარცხდა.

ფხაკაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 16:33 წუთი გაატარა. ოთომ 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა. მთლიანობაში ფხაკაძემ 3 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა.

3 მოგებითა და 3 მარცხით "ლანგსტონი" 12-გუნდიან "რედ რივერ ატლეტიკის" კონფერენციაში მე-4 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ოკლაჰომელები 18 იანვარს ისევ შინ, "შრივპორტთან" გამართავენ.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული