ვითიბი ლიგაზე სამი "ქართული გუნდიდან" ორმა იმარჯვა

AutoSharing Option
შაბათსა და კვირას ვითიბი ლიგაზე სამმა ქართველმა ითამაშა: მანუჩარ მარკოიშვილმა, ვიქტორ სანიკიძემ და ლევან ფაცაციამ. ორის გუნდმა გაიმარჯვა.

მანუს ცსკა ფინურ "ნილან ბიზონსს" ეწვია და 78:63 სძლია; ლევანის "ნიჟნი ნოვგოროდმა" "კრასნი ოკტიაბრს" ასევე სტუმრად აჯობა (96:74); ხოლო ვიქტორის "უნიკსი" სარატოვში ჩავიდა და "ავტოდორთან" 69:87 დათმო.

* * *

ცსკა-მ ფინეთში სამი პერიოდი იმდენად დამაჯერებლად ჩაატარა, რომ ბოლო მეოთხედში 7:23 მარცხსაც კი არაფერი შეუცვლია. მოსკოველთა მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა სათამაშო დრო 12 კალათბურთელზე მეტ-ნაკლებად თანაბრად გადაანაწილა. მანუჩარმა 20 წუთი ითამაშა და კარგი
სტატისტიკაც ჰქონდა: 9 ქულა (4/3 ორქულიანი, 3/1 სამიანი, 2 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა. 13-13 ქულით ცსკა-ს ბომბარდირები ფრიძონი და კორობკოვი გახდნენ.

* * *

- ესპანეთში, "ბასკონიასთან" პარასკევს ვითამაშეთ, კვირას კი "კრასნი ოკტიაბრთან" საპასუხისმგებლო შეხვედრის ჩატარება მოგვიწია. გადაწყობა იოლი არ იყო, თუმცა ოკტიაბრელებთან მეორე ტაიმში ჩვენი თამაში ვიპოვეთ და დამსახურებულადაც გავიმარჯვეთ, - აღნიშნა "ნიჟნი ნოვგოროდის" ლატვიელმა მწვრთნელმა აინარს ბაგაცკისმა.

თანაბარ ბრძოლაში წარმართული პირველი ტაიმის შემდეგ გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ლევან ფაცაციას თანაგუნდელებმა 25:7 მოიგეს.

ლევანმა ჩვეული სტაბილურობით ითამაშა: 16 წუთში 5 ქულა (1/1 ორქულიანი, 2/1 სამიანი) და 1 მოხსნა მიითვალა. მატჩის ბომბარდირი "ნიჟნი ნოვგოროდის" ამერიკელი ლეგიონერი ტერენს კინსი გახდა - 22 ქულა.

* * *

ყაზანის "უნიკსში" კი სეზონის დაწყებიდან ვერ დალაგდა თამაში. ეს გუნდი შემადგენლობით რუსეთში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ შესაფერისი თამაშის ჩვენებას ვერ ახერხებს. უნიკსელებმა ამჯერად სარატოვში წააგეს, ვერაფერი გააწყვეს უკრაინელ ცენტრ კირილ ფესენკოსთან, რომელიც 23 ქულას და 16 მოხსნას გამორჩა. მოხსნებში მასპინძლებმა სტუმრები აშკარად დაჩაგრეს - 54:27.

ვიქტორმა "უნიკსის" შემადგენლობაში მხოლოდ 3 წუთი ითამაშა, ბურთი ერთხელ მოხსნა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა. უაიტმა და ლენგფორდმა 16-16 ქულა მიითვალეს.

* * *

ბოლოს ვითიბი ლიგის სატურნირო მდგომარეობას გადავხედოთ. პირველ ადგილზეა ცსკა, რომლის ანგარიშზეა 15 მოგება (1 მარცხი). მესამეა "ნიჟნი ნოვგოროდი" (13 გამარჯვება, 2 წაგება). "უნიკსს" კი 14 მატჩიდან 9 აქვს მოგებული და მეხუთე პოზიციაზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული