მანუს ცსკა ფინურ "ნილან ბიზონსს" ეწვია და 78:63 სძლია; ლევანის "ნიჟნი ნოვგოროდმა" "კრასნი ოკტიაბრს" ასევე სტუმრად აჯობა (96:74); ხოლო ვიქტორის "უნიკსი" სარატოვში ჩავიდა და "ავტოდორთან" 69:87 დათმო.
* * *
ცსკა-მ ფინეთში სამი პერიოდი იმდენად დამაჯერებლად ჩაატარა, რომ ბოლო მეოთხედში 7:23 მარცხსაც კი არაფერი შეუცვლია. მოსკოველთა მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა სათამაშო დრო 12 კალათბურთელზე მეტ-ნაკლებად თანაბრად გადაანაწილა. მანუჩარმა 20 წუთი ითამაშა და კარგი
* * *
- ესპანეთში, "ბასკონიასთან" პარასკევს ვითამაშეთ, კვირას კი "კრასნი ოკტიაბრთან" საპასუხისმგებლო შეხვედრის ჩატარება მოგვიწია. გადაწყობა იოლი არ იყო, თუმცა ოკტიაბრელებთან მეორე ტაიმში ჩვენი თამაში ვიპოვეთ და დამსახურებულადაც გავიმარჯვეთ, - აღნიშნა "ნიჟნი ნოვგოროდის" ლატვიელმა მწვრთნელმა აინარს ბაგაცკისმა.
თანაბარ ბრძოლაში წარმართული პირველი ტაიმის შემდეგ გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ლევან ფაცაციას თანაგუნდელებმა 25:7 მოიგეს.
ლევანმა ჩვეული სტაბილურობით ითამაშა: 16 წუთში 5 ქულა (1/1 ორქულიანი, 2/1 სამიანი) და 1 მოხსნა მიითვალა. მატჩის ბომბარდირი "ნიჟნი ნოვგოროდის" ამერიკელი ლეგიონერი ტერენს კინსი გახდა - 22 ქულა.
* * *
ყაზანის "უნიკსში" კი სეზონის დაწყებიდან ვერ დალაგდა თამაში. ეს გუნდი შემადგენლობით რუსეთში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ შესაფერისი თამაშის ჩვენებას ვერ ახერხებს. უნიკსელებმა ამჯერად სარატოვში წააგეს, ვერაფერი გააწყვეს უკრაინელ ცენტრ კირილ ფესენკოსთან, რომელიც 23 ქულას და 16 მოხსნას გამორჩა. მოხსნებში მასპინძლებმა სტუმრები აშკარად დაჩაგრეს - 54:27.
ვიქტორმა "უნიკსის" შემადგენლობაში მხოლოდ 3 წუთი ითამაშა, ბურთი ერთხელ მოხსნა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა. უაიტმა და ლენგფორდმა 16-16 ქულა მიითვალეს.
* * *
ბოლოს ვითიბი ლიგის სატურნირო მდგომარეობას გადავხედოთ. პირველ ადგილზეა ცსკა, რომლის ანგარიშზეა 15 მოგება (1 მარცხი). მესამეა "ნიჟნი ნოვგოროდი" (13 გამარჯვება, 2 წაგება). "უნიკსს" კი 14 მატჩიდან 9 აქვს მოგებული და მეხუთე პოზიციაზეა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"