ვიქტორ სანიკიძე, სავარაუდოდ, 1 თვე ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის "უნიკსის" ფორვარდმა ვიქტორ სანიკიძემ ტრავმა მიიღო.

ვითიბი ლიგის გასულ ტურში, რომელშიც ყაზანელებმა "ზენიტი" 103:67 დაამარცხეს, ქართველმა კალათბურთელმა მხარი იტკინა და როგორც ირკვევა, ფეხის ორთავა მყესის კუნთი გაიწყვიტა.

რეაბილიტაციას, სავარაუდოდ, 1 თვე დასჭირდება, თუმცა გართულებების შემთხვევაში, შესაძლოა, მკურნალობამ 8 კვირამდე გასტანოს - წერენ ევროპული გამოცემები.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძაან ცუდი :( არ ათამაშებდნენ და რაღა გუშნ ითამაშა :( იმედია ევროპალმდე ფორმაში შევა
თბილისი
13:31 26-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული