"მილუოკმა" ზაზა ფაჩულიას გარეშე იმარჯვა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას არყოფნაში "მილუოკიმ" კიდევ ერთი თამაში მოიგო.

მილუოკელებმა დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, 32 მოგების მქონე "პორტლენდს" უმასპინძლეს და დამაჯერებლად - 95:87 მოუგეს.

ტრავმირებული ფაჩულიას ნაცვლად სასტარტო ხუთეულში გამწესებულმა ჯონ ჰენსონმა 14 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, ხოლო საუკეთესო ჯარედ დადლი გახლდათ 18 ქულით. ოჯეი მაიო მილუოკელებს 17 ქულითა და 7 მოხსნით შეეწია.

25 მოგებითა და 22 მარცხით "მილუოკი" აღმოსავლეთ კონფერენციის მე-6 საფეხურზე მყარადაა გამაგრებული და მეზობლებთან ისეთი სხვაობითაა დაშორებული, ახლო მომავალში ვერც ზევით ავა და არც დაქვეითდება.

მომავალი
მატჩი ფაჩულიას გუნდს 2 თებერვალს ისევ შინ, აღმოსავლეთ კონფერენციის მეორე საფეხურზე მყოფ "ტორონტოსთან" აქვს. ფაჩულიას სტატუსი ტორონტოელებთან ჯერ უცნობია. მას ფეხის მცირე ტრავმა აწუხებს და გავა თუ არა მოედანზე, სავარაუდოდ მატჩის დღეს გადაწყდება.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ზაზას გარეშე რა თქმა უნდა მოიგებდნენ
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული