მარკოიშვილისა და ფაცაციას გუნდები ვითიბი ლიგაზე დამარცხდნენ

AutoSharing Option
ვითიბი ლიგაზე მოასპარეზე ქართველებს წარუმატებელი დღე ჰქონდათ.

გასულ ტურში ლევან ფაცაციას "ნიჟნი ნოვგოროდმაც" წააგო და მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მაც.

ორივე ქართველმა 5-5 ქულა ჩააგდო და მთლიანობაშიც დაახლოებით ერთნაირი სტატისტიკა აჩვენა.

საინტერესოა, რომ ცსკა-ს ვითიბი ლიგაზე აქამდე გამართულ 17 შეხვედრაში მხოლოდ 1 წაგება ჰქონდა განცდილი. არმიელებმა კრასნოდარში, "ლოკომოტივ-ყუბანთან" 73:81 წააგეს. მარკოიშვილის გუნდმა ამჯერად მოსკოვში უმასპინძლა ყუბანელებს და კვლავ მარცხი განიცადა - ამჯერად 2 ქულით, 76:78 წააგო.

მარკოიშვილი სათადარიგო იყო და მოედანზე 15:23 წუთით გამოჩნდა. ქართველმა უკანახაზელმა 4-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2
საჯარიმო ჩააგდო. 5 ქულას მანუჩარმა 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიაბა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. საუკეთესო მილოშ თეოდოსიჩი გახდა 20 ქულითა და 10 პასით, თუმცა ამით მან არმიელებს ვერ უშველა.

16 მოგებითა და 2 მარცხით ცსკა ლიგაში პირველ ადგილს ინარჩუნებს. 14 მოგებითა და 3 წაგებით მე-3 ადგილზეა ფაცაციას გუნდი. "ნიჟნი ნოვგოროდმა" მოულოდნელი მარცხი ტალინში "კალევთან" იწვნია. რუსული კლუბი უშანსოდ - 76:110 განადგურდა.

ფაცაცია სათადარიგო იყო და მოედანზე 22:16 წუთი გაატარა. ლევანმა 2-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 5 ქულასთან ერთად, ფაცაციამ 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, ბურთი კი 1-ხელ დაკარგა. ნოვგოროდელთაგან 19 ქულით საუკეთესო ტრეი ტომპკინსი გახლდათ.

ვითიბი ლიგაზე მორიგი შეხვედრა ფაცაციას გუნდს სარატოვში, "ავტოდორთან", 8 თებერვალს ელის.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული