ტრადიციულად, "კორუნა ბასკეტის" მოთამაშეებმა ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა ამჯერად გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლეს.
ლაკორუნიელები ლიგის ერთ-ერთ ლიდერ "რიბეირას" შეხვდნენ და 5 ქულის სხვაობით - 57:62 დამარცხდნენ. ბექამ 8-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 4 სამქულიანი ააცილა და 6 ქულას 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა წაამატა.
ბურჯანაძის გუნდს 8 მოგება და 11 მარცხი აქვს და 15-გუნდიან მეორე ლიგაში მე-10 ადგილი უკავია.
წყარო: gbf.ge