ბექა ბურჯანაძის "კორუნა" ერთ-ერთ ლიდერთან ბრძოლაში დამარცხდა

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძის გუნდმა ესპანეთის მეორე ლიგაში მორიგი მატჩი გამართა.

ტრადიციულად, "კორუნა ბასკეტის" მოთამაშეებმა ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა ამჯერად გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლეს.

ლაკორუნიელები ლიგის ერთ-ერთ ლიდერ "რიბეირას" შეხვდნენ და 5 ქულის სხვაობით - 57:62 დამარცხდნენ. ბექამ 8-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 4 სამქულიანი ააცილა და 6 ქულას 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა წაამატა.

ბურჯანაძის გუნდს 8 მოგება და 11 მარცხი აქვს და 15-გუნდიან მეორე ლიგაში მე-10 ადგილი უკავია.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული