მანუჩარ მარკოიშვილმა "ემპორიო არმანის" 7 წუთში 5 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
მანუჩარ მაროიშვილის ცსკა-მ ევროლიგაში განცდილი პირველი მარცხის შემდეგ რეაბილიტაცია მოახდინა და მეორე ჯგუფური ეტაპის მორიგ მატჩში მოიგო. მოსკოველებმა იტალიურ "ემპორიო არმანის" უმასპინძლეს და იოლად - 97:75 დაამარცხეს.

მანკოიშვილს ბევრი არ უთამაშა. ქართველი უკანახაზელი მოედანზე 7 წუთით გამოჩნდა და თავი 5 ქულას , 2 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასს მოუყარა. ქართველმა ლეგიონერმა 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი 2-ჯერ დაკარგა.

18 ქულით და 7 პასით არმიელთაგან საუკეთესო ფრანგი ნანდო დე კოლო გახდა.19 ქულა და 6 პასი სერბი მილოშ თეოდოსიჩის ანგარიშზე. რაც სეეხებათ მილანელებს,
მათ მარსონ ბრუკსმა 24 ქულით ულიდერა.

6 მოგებით და 1 მარცხით ცსკა F ჯგუფში I-II ადგილებს "ოლიმპიაკოსთან" იყოფს. მომდევნო მატჩი მოსკოვურ გრანდს 27 თებერვალს, შინ "ფენერბაჰჩესთან" ელის.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული