ბექა ბურჯანაძემ ესპანურ ოქროს ლიგაში "რინკონის" 7 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
ესპანურ ოქროს ლიგაში ბექა ბურჯანაძის "კორუნიამ" ბოლოადგილოსანი "რინკონი" მიიღო და 21 ქულის სხვაობით, ანგარიშით 78:57 დაამარცხა.

ბექამ 21 წუთში 7 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მას ლიტველი ლეგენდის, არვიდას საბონისის ვაჟის, ტაუტვიდასის წინააღმდეგ მოუწია თამაში. ლიტველმა მატჩი 12 ქულით დაასრულა.

"კორუნია" ოქროს ლიგაში 9 მოგებით მეათე ადგილზეა. პლეი ოფში გასასვლელად კი ტოპ-9 გუნდში მოხვედრა მართებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული