ზაზა ფაჩულიას "მილუოკი" ზედიზედ მეორედ დამარცხდა

AutoSharing Option
გადახალისებულმა "მილუოკიმ" ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა. ზაზა ფაჩულიას გუნდმა "ფილადელფიიდან" მაიკლ კარტერ-უილიამსი შეიმატა, რის სანაცვლოდაც "ფინიქსს" გუნდის ლიდერი ბრენდონ ნაითი დაუთმო. ნაითი უკვე იხარჯება "ფინიქსისთვის", კარტერ-უილიამსს კი ფეხი აწუხებს და უკვე მესამე მატჩია, მილუოკელებს ვერ ეხმარება.

კარტერ-უილიამსს ხურდაში მოყოლილი მაილს პლამლი და ტაილერ ენისი დიდი მოთამაშეები ვერ არიან და ისინი მხოლოდ მეორეხარისხოვან როლს თამაშობენ. "მილუოკიმ" ამჯერადაც ძლიერ გუნდთან წააგო. ჩიკაგოში, "ბულსმა" პრობლემების გარეშე სძლია "ბაქსს" - 87:71.

ფაჩულია სათადარიგო იყო და მოედანზე მხოლოდ 6 წუთით გამოჩნდა. ზაზამ
1 ბურთი მოხსნა, 1 დაკარგა, 1 პასი მიითვალა და 1 ჯარიმა მიიღო. ქართველმა ცენტრმა სამივე ორქულიანი ააცილა.

საუკეთესო 17 ქულით კრის მიდლტონი გახლდათ, ერან ილიასოვამ კი მილუოკელებს 15 ქულა შესძინა.

31 მოგება და 25 მარცხი - ამ შედეგით "მილუოკი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე მყარად დგას. მორიგი შეხვედრა ფაჩულიას გუნდს 25 თებერვალს, შინ "ფილადელფიასთან" ელის. 

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული