მე და თორნიკე შენგელიამ ვილაპარაკეთ - დეიან ტოდოროვიჩი ჩხუბის შემდეგ

AutoSharing Option
"ბილბაო ბასკეტის" საიტზე გამოქვეყნდა გუნდის სერბი ლეგიონერის, დეიან ტოდოროვიჩის კომენტარი.

შეგახსენებთ, რომ ბასკურ დერბიში "ბასკონიასა" და "ბილბაოს" შორის მატჩის მიწურულს ტოდოროვიჩსა და თორნიკე შენგელიას შორის ინციდენტი გუნდი-გუნდზე ჩხუბში გადაიზარდა.

"ჩვენ ადამიანები ვართ და შეცდომებს ვუშვებთ. მე და თორნიკე შენგელიამ ერთმანეთში პრობლემა მოვაგვარეთ, ეს აღარ გამეორდება.

ეს ძალზე მნიშვნელოვანი მატჩი იყო ჩვენთვის. ამ ინციდენტზე კი სჯობს, აღარ ვისაუბროთ, რადგან ყველაფერი მოგვარებულია.

ჩვენ მოთმინებით ველით სანქციებს. ასეთი ინციდენტი ჩემს კარიერაში პირველად მოხდა და მეტჯერ აღარ გამეორდება", - განაცხადა დეიან ტოდოროვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე
შენგელიამაც მოუბოდიშა საზოგადოებას და აღნიშნა, რომ ინციდენტი აღარ გამეორდება.

ესპანური მედიის ვარაუდით, ქართველ კალათბურთელს 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 600-დან 3 ათას ევრომდე ჯარიმა ელის.
მკითხველის კომენტარები / 4 /
საინტერესოა 9 ნომერი შენგელიას რომ მივარდა მუშტების ქნევით ის თუ დაისჯება?
0
სერბი მართლა გასაგდები იყო ამ საქციელისთვის,შენგელია კი ქართულად მოიქცა მოედანზე. ბავშვთან კი ძალიან მაგრად.ასე დიდი სპორტსმენი აკეთებს.
heheeee
13:35 05-03-2015
0

სიახლეები პოპულარული