ზაზა ფაჩულიას გუნდმა დასავლეთის კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ "იუტასთან" 5 იანვარს სტუმრად ითამაშა. ამ შეხვედრამდე "ჰოქსს" 1986 წლის შემდეგ მინეაპოლისში მხოლოდ 4-ჯერ ჰქონდა მოგებული. თანაც, მაქსიმუმ 9 ქულის სხვაობით. 5 იანვარს კი ჯორჯიელებმა რუსი და უკრაინელი კალათბურთელებით (კირილენკო და ფესენკო) გაძლიერებულ "იუტა ჯაზს" 23 ქულის სხვაობით 110:87 აჯობეს.
ვისაც ამ მატჩის ხილვის საშუალება ჰქონდა, ნამდვილად ნასიამოვნები დარჩებოდა.
მასპინძლებმა "ატლანტას" ვერც ფარქვეშ აჯობეს, მოხსნებში 34:40 ჩამორჩნენ. მართალია, ფაჩულიამ საკმარისად, 16:40 წუთი ითამაშა, მაგრამ მეტოქის კალათის მიმართულებით ერთხელაც არ უსვრია. ამის მიუხედავად ნამატჩევს ქართველ გულშემატკივარს უკმაყოფილების გრძნობა ნამდვილად არ დარჩებოდა, რადგან იმ დღეს, უხეშად რომ ვთქვათ, "აღლუმი უკანახაზელებს მიჰყავდათ" და ფაჩულიაც სიამოვნებით ასრულებდა შავ სამუშაოს.
***
მომდევნო მატჩში ზაზამ საკუთარი სტატისტიკის შევსებაზეც იზრუნა: "ინდიანასთან" 8 მოხსნა და 4 ქულა მოაგროვა. მან პირველ ტურში დამყარებული რეკორდი გაიმეორა - შეტევაში 5-ჯერ მოხსნა.
საინტერესოა, რომ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია სასტარტო ცენტრ ჯეისონ კოლინზს (მწვრთნელმა ასე გადაწყვიტა). თუმცა "ატლანტას" თავკაცმა ლარი დრიუმ ხუთეულში ფაჩულიას გვარი მაინც არ ჩაწერა, ალბათ დაფიცებული აქვს, ქართველი სასტარტოში არ დააყენოს (ეს ხუმრობით). კოლინზი ხუთეულში მო ევანსმა შეცვალა, შესაბამისად "ატლანტამ" "ინდიანასთან" საშინაო შეხვედრა დაბალი შემადგენლობით დაიწყო.
უკანახაზელებმა ამჯერადაც გაამართლეს - 22-დან 11 სამქულიანი გამოიყენეს.
ვერც ფორვარდებსა და მეფარეებზე მოგვიბრუნდება ენა აუგის სათქმელად. მეტსაც გეტყვით, "ჰოქსის" გაამრჯვებაში ლომის წილი ტანმაღალმა ჯოშ სმიტმა დაიდო - ყველაზე მეტი, 27 ქულა ჩააგდო, ბურთი 10-ჯერ მოხსნა და 6 პასი მიითვალა.
- ჯოში ფენომენალური იყო, ჯონსონმაც კარგად ითამაშა (24 ქულა). საერთოდ, დღეს მთელმა გუნდმა შესანიშნავად იმოძრავა და ბურთიც კარგად დავატრიალეთ, - კმაყოფილი იყო ლარი დრიუ.
მიუხედავად იმისა, რომ წლეულს "ჰოქსმა" ოთხივე მატჩი მოიგო, აღმოსავლეთის კონფერენციაში სატურნირო მდგომარეობა ვერ გაიუმჯობესა, ისევ მეხუთე ადგილზეა (25 გამარჯვება, 14 მარცხი). ამის მიზეზი ისაა, რომ კონფერენციის სხვა ლიდერებიც აღმავლობით თამაშობენ. მეოთხეადგილოსან "ჩიკაგოს" 24 მოგების წილ 12 წაგება უწერია; მესამეადგილოსან "ორლანდოს" - 25 გამარჯვება, 12 მარცხი; მეორეადგილოსან "მაიამის" 29 მოგება, 9 წაგება...
"ჰოქსი" მომდევნო მატჩს შინ 11 იანვარს ჩაატარებს - "მილუოკის" უმასპინძლებს.
იუტა-ატლანტა 87:110
ზაზა ფაჩულია: 16:40 წუთი, 3 მოხსნა, 1 დაფარება, 3 ფოლი, 2 შეცდომა.
ქრონოლოგია
I პერიოდი
04:26 ზაზამ კოლინზი შეცვალა
II პერიოდი
11:26 ფოლი: 1
10:01 კოლინზმა ზაზა შეცვალა
04:13 ზაზამ კოლინზი შეცვალა
03:19 დაფარება: 1 (უილიამსს დაუფარა)
03:17 მოხსნა: შეტ-0, დაც-1
00:29 ფოლი: 2
00:28 მოხსნა: შეტ-0, დაც-2
00:30 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა
IV პერიოდი
09:13 ჯონსონმა ზაზა შეცვალა
02:45 ზაზამ ჯონსონი შეცვალა
02:45 მოხსნა: შეტ-0, დაც-3
02:34 შეცდომა: 1
01:22 ფოლი: 3
01:22 შეცდომა: 2
ატლანტა-ინდიანა 108:93
ზაზა ფაჩულია: 19:08 წუთი, 4 ქულა (1-დან 1 ორქულიანი, 4-დან 2 საჯარიმო), 8 მოხსნა, 1 პასი, 3 ფოლი, 2 შეცდომა.
ქრონოლოგია
I პერიოდი
04:00 ზაზამ ევანსი შეცვალა
02:42 საჯარიმოები: 2/1 (1ქ, 25:18)
01:56 მოხსნა: შეტ-0, დაც-1
II პერიოდი
11:49 პასი: 1 (ლროუფორდი 2ქ, 31:24)
10:42 მოხსნა: შეტ-1, დაც-1
09:55 მოხსნა: შეტ-1, დაც-2
09:56 მოხსნა: შეტ-2, დაც-2
08:46 მოხსნა: შეტ-2, დაც-3
07:54 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა
02:47 ზაზამ სმიტი შეცვალა
02:02 მოხსნა: შეტ-3, დაც-3
00:54 ფოლი: 1
00:35 საჯარიმოები: 2/1 (2ქ, 53:46)
IV პერიოდი
08:33 შეცდომა: 1
08:28 ფოლი: 2
07:05 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა
03:18 ზაზამ კროუფორდი შეცვალა
02:32 მოხსნა: შეტ-4, დაც-3
02:28 ორქულიანი: 4ქ (106:87)
01:59 მოხსნა: შეტ-5, დაც-3
01:50 ფოლი: 3
01:28 შეცდომა: 2
.