ზაზა ფაჩულიამ კოკოშკოვის გუნდთან ორმაგი დუბლი და გამარჯვება მიითვალა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულია და იგორ კოკოშკოვი ერთმანეთს მილუოკიში შეხვდნენ.

NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში ერთმანეთს "მილუოკი ბაქსი" და "ორლანდო" მეჯიქი დაუპირისპირდნენ. შეგახსენებთ, რომ კოკოშკოვი "ორლანდოს" მთავარი მწვრთნელის ასისტენტია.

ფაჩულიამ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცის თვალწინ შესანიშნავად ითამაშა და მისი გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

ქართველმა ცენტრმა მიმდინარე სეზონში რიგით მე-10 ორმაგი დუბლი მიითვალა. "ორლანდოსთან" მატჩში ზაზა იყო ერთადერთი მოთამაშე მილუოკელთაგან, რომელმაც ორმაგი დუბლი მიითვალა.

"მილუოკიმ" ორლანდოელები 97:91 დაამარცხა.

ზაზამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 23:47 წუთი გაატარა. ფაჩულიამ 8-დან 4 ორქულიანი და
2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 10 ქულასთან ერთად, ქართველმა ცენტრმა 12 მოხსნა და 5 პასი მიითვალა და კრის მიდლტონის შემდეგ მილუოკელთაგან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. მიდლტონმა გამარჯვებულებს 30 ქულით ულიდერა.

34 მოგებითა და 30 მარცხით "მილუოკი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა და მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 12 მარტს ინდიანაში, "პეიზერსთან" გამართავს.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული