მანუჩარ მარკოიშვილი მოედანს ევროლიგის მატჩში დაუბრუნდა

AutoSharing Option
სამმატჩიანი იძულებითი შესვენების შემდეგ მანუჩარ მარკოიშვილი მოედანს დაუბრუნდა. მოსკოვის ცსკა-ს ქართველ ლეგიონერს ტრავმა აწუხებდა და ამის გამო მოუწია უქმობა.

მარკოიშვილი მოედანს ევროლიგის მატჩში, "ეფესის" წინააღმდეგ დაუბრუნდა და ფიცარნაგზე 9 წუთი დაჰყო. ქართველმა ლეგიონერმა, რომელიც ოპტიმალურ ფორმაში არაა, 2 სამქულიანი ააცილა და შეხვედრა თითო მოხსნა, ჩაჭრა და პასით დაასრულა. არმიელებმა შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში - 88:83 მოიგეს.

ცსკა-მ F ჯგუფში 8 მოგება და 2 მარცხი მოაგროვა და მე-2 ადგილზე იმყოფება. 19 მარტს მარკოიშვილი და მისი თანაგუნდელები მალაგას "უნიკახას" ესტუმრებიან.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული