მანუჩარ მარკოიშვილი ვითიბი ლიგაში 6 ქულით დაბრუნდა

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილი მოსკოვის ცსკა-ს სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა. ქართველ უკანახაზელს ფეხის ტრავმა აწუხებდა და რამდენიმე მატჩი გამოტოვა. წინა შეხვედრაში ის მოედანს დაუბრუნდა, თუმცა მხოლოდ 9 წუთი ითამაშა, "ზენიტთან" მატჩში კი მარკოიშვილი ძირითად ხუთეულში იყო და მოედანზე 22 წუთზე მეტხანს დაჰყო.

არმიელებმა ვითიბი ლიგაში სანკტ-პეტერბურგის "ზენიტი" მიიღეს და იოლად, ანგარიშით 102:86 დაამარცხეს.

22:07 წუთში მარკოიშვილმა 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. მანუჩარმა საბოლოოდ 6 ქულა, 2 პასი და 1 მოხსნა მიითვალა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.

არმიელთაგან საუკეთესო მაჩვენებელი პაველ კორობკოვს
ჰქონდა, რომელმაც საშა კაუნთან ერთად 18-18 ქულა დააგროვა. 22 მოგებითა და 3 წაგებით ცსკა ვითიბი ლიგას ლიდერობს.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული